ფოკის წმინდა ნინოს დედათა მონასტერი
მონასტრის ტიპიკონი ეფუძნება ტრადიციულ სამონასტრო ცხოვრების წესს და ითვალისწინებს ადგილობრივი გარემო პირობების თავისებურებებს, რამაც მონასტრის დაარსების პირველივე დღეებიდანვე განაპირობა მისი არსებული სახით ჩამოყალიბება და არსებობის 20–ზე მეტი წლის განმავლობაში უცვლელად შენარჩუნება.
მონასტრის ცხოვრებაში ცენტრალური ადგილი უჭირავს ღვთისმსახურებას. ლოცვისა და შრომის მონაცვლეობა წარმოადგენს სამონასტრო ცხოვრების წესს, რომლის ყოველდღიურ განრიგსაც ეწოდება ტიპიკონი. დღე მონასტერში იწყება 02:00 საათზე ცისკრის ლოცვითა და წირვით და სრულდება 22:00 საათზე. დღის მანძილზე საკვები მზადდება ორჯერ (საუზმეს და სადილს ეწოდება ტრაპეზი).
დანარჩენი დრო კი უკავია შრომას (მორჩილებას) და თავისუფალ დროს.
მონასტრის ტიპიკონი:
02:00 – 06:00 ცისკრის ლოცვა, წირვა.
06:00 – 08:00 დასვენება სენაკში.
08:00 – 10:00 მზადება მორჩილებებისა და ტრაპეზისათვის.
10:00 – 10:30 ტრაპეზი
10:30 – 16:00 მორჩილება
16:00 – 16:30 ტრაპეზი
16:30 – 18:00 მორჩილება
18:00 – 19:00 მწუხრის ლოცვა
19:00 – 22:00 თავისუფალი დრო
22:00 – 02:00 დასვენება.