ფოკის წმინდა ნინოს დედათა მონასტერი




Geo | Eng | Rus

ფოკაში მდებარეობს XI საუკუნის შუა წლების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი – წმ. ნინოს დარბაზული ეკლესია. ნაგებია სუფთად გათლილი, ნაწყობი კვადრებით. ინტერიერში კედლები დანაწევრებულია პროფილირებულ იმპოსტებიანი პილასტრებით, რომლებზედაც დაყრდნობილია კამარის საბჯენი თაღები. საკურთხევლის აფსიდში ორი მაღალი, გეგმით ნახევარწრიული ნიშია. დეკორატიული მორთულობა მხოლოდ სამხრეთ ფასადზეა შემონახული. კარ-სარკმელები შემკულია ჩუქურთმებით. ინტერიერში შემონახულია მხატვრობის ფრაგმენტები. კარის თავზე წარწერაში მოხსენიებულია ქართლის კათალიკოსი იოანე ოქროპირი, ხოლო კარის მარჯვნივ წარწერაში – ძეგლის მშენებელი „ხელოსანი ბავრელი“. "მოქცევაი ქართლისაი"-ს თანახმად, სომხეთიდან საქართველოში ჯავახეთის მთებით შემოსული წმინდა ნინო კაბადოკიელი სწორედ ამ ადგილას შეჩერდა.